უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

5 თებერვალი, 2018 16:25
font-size

მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ უკრაინაში ლეგალურად დარჩენის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოს დარბაზი დატოვა, სადაც განიხილებოდა მისი საჩივარი სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ აღარ ივლის მის ექსტრადაციასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებზე.

„ამ სხდომაზე დასწრების მომდევნო საჭიროებას ვერ ვხედავ. მათ სურთ იურიდიული პროცედურის იმიტაცია, ამიტომ ჩემი იურისტები დარჩებიან. ასევე ვაგრძელებ სასამართლოებში სიარულს ხალხისთვის, რომლებიც ჩემს მხარდასაჭერად მოდიან. თუმცა ისინიც მთავაზობენ, აღარ ვიარო ზემოდან მართულ სხდომებზე“, - განაცხადა სააკაშვილმა. სხდომაზე მისი ორი ადვოკატი: რუსლან ჩერნოლუცკი და პაველ ბოგომაზოვი დარჩნენ.

მან საკუთარი პოზიცია განმარტა იმით, რომ სასამართლო არ ითვალისწინებს არცერთ მის შუამდგომლობას. სააკაშვილის მტკიცებით, სასამართლოს არ აუხსნია, რატომ იცვლებოდნენ მოსამართლეები პროცესის განმავლობაში.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოებში სიარულის ნაცვლად ის 18 თებერვლისთვის დაგეგმილი აქციისთვის მოემზადება.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი