კომენტარი
მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას პოლიტიკური მოტივი არ აქვს - ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას პოლიტიკური მოტივი არ აქვს და უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი მოცემულობით მიიღო.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოდან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები არ გაგზავნილა.
"ჩემი ინფორმაციით, საქმის ვითარება უკვე დიდი ხანია ცნობილია. სამართლებრივი წარმოება, რომელიც მიმდინარეობს უკვე წლების განმავლობაში ეს არის მოცემულობა. აქ რაიმე სიახლეზე ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება სხვა ზომებს, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ვგულისხმობ, ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება და შესაბამისად, მე არც შეფასებასა და კომენტარებში არ შევალ. პოლიტიკურად ყოფილი პრეზიდენტის ფიგურა აქტუალური საქართველოში არ არის და შესაბამისად, ეს საკითხი არ გახლავთ პოლიტიკური. ბუნებრივია, ის სამართლებრივი მხარე, რომელიც აქვს ამ საქმეს, არის ცნობილი, მეტს ვერაფერს გეტყვით, არანაირი ახალი მტკიცებულებები არ არის და მე არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს განცხადება", - განაცხადა ციხელაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


