უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 სექტემბერი, 2017 14:25
font-size

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული და კარგია, რომ ასეთ დროს თავად ესწრებოდეს სასამართლო პროცესებს - სოზარ სუბარი

ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის, - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხის კომენტირებისას.

სუბარის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული და კარგია, რომ ასეთ დროს ბრალდებული თავად ესწრებოდეს სასამართლო პროცესებს.

"სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული, ოთხივეზე მიმდინარეობს გამოძიება. ზოგადად, ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი, რომელზეც სასამართლოში მიდის პროცესი, თავად დაესწრება პროცესს. ეს უკეთესია მისი დაცვისთვისაც, გამოძიებისთვისაც, კითხვებს პირდაპირ გაეცემა პასუხი. ასე რომ, თუ გამოცხადდება თავისი ნებით, ეს იქნება გაცილებით უკეთესი, რათა სასამართლო იყოს სამართლიანი.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ბუნებრივია, როდესაც ადამიანზე არის საქმე აღძრული, მის მიმართ არის გამოცხადებული ძებნა, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული რომ ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე აგებს პასუხს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის",-აღნიშნა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პოკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით უკრაინიას პირველ სექტემბერს მიმართა.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი