მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის გამო პოლონეთის საგარეო უწყებაში დაბარებული არ ვყოფილვარ- უკრაინის ელჩი პოლონეთში
პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ანდრეი დეშიცამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლონეთ-უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო ის დაბარებული იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შესახებ დიპლომატმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეული არ ვყოფილვარ. კავშირი გვქონდა პოლონელ პარტნიორებთან, ვეხმარებოდით უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ახერხებდნენ პერემიშლიადან [უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქი] წასვლას“, -დაწერა დეშიცამ.
შეგახსენებთ, გუშინ 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „შეგინი“ უკანონოდ გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.
ანა მებურიშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


