მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მისი უკრაინიდან გაძევება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მისი უკრაინიდან გაძევება გაასაჩივრეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ამის შესახებ სააკაშვილის უფლებადამცველმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.
„სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილია დოკუმენტები... ჩვენ შევეცდებით სამართლიანობის აღდგენას ევროპულ ინსტანციებში“, -თქვა ჩერნოლუცკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას არ ჰქონდა იმ ადამიანის გაძევების უფლება, რომელიც ბრალდებულის სისხლის სამართლის დანაშაულში.
გარდა ამისა, ოდესის ექს-გუბერნატორის ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ სააკაშვილი უკრაინაში მალე დაბრუნდება.
12 თებერვალს სპეცრაზმელთა ჯგუფმა სააკაშვილი კიევში, რესტორან „სულგუნში“ დააკავა. შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადაიყვანეს „რეადმისიასთან“ [არალეგალის იმ ქვეყანაში დაბრუნება, საიდანაც ის არალეგალურად შევიდა სხვა სახელმწიფოში] დაკავშირებული განცხადების მიხედვით, რომელიც პოლონურ მხარეს უკრაინის ეროვნულმა საიმიგრაციო სამსახურმა მიაწოდა.
ამჟამად სააკაშვილი ჰოლანდიაში იმყოფება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


