მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში მივიდა, თუმცა დაკითხვაზე არ შევიდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში მივიდა, თუმცა დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ ჟურნალისტებს უთხრა.
„ერთი შეტყობინება მივიღეთ, რომელშიც 2 საგამოძიებო მოქმედება იყო მითითებული. ვფიქრობთ, რომ ეს სისხლისსამართლებრივ-პროცესუალური კანონმდებლობის დარღვევაა. იქ მითითებულია დაკითხვა და ნიმუშების ჩაბარება ექსპერტიზისთვის. ვფიქრობთ, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების ერთდროულად ჩატარება არ შეიძლება“, -თქვა ადვოკატმა.
მისი განმარტებით, სწორედ ამ დარღვევების გამო სააკაშვილი არ შევიდა დაკითხვაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


