მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, შესაძლოა სისხლის-სამართლის პასუხისგებლობა დაემუქროს
უკრაინელმა უფლებადამცველმა ოლეგ კურჩინმა ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, რომელშიც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე რეაგირების მოხდენას ითხოვს.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Comments.ua წერს.
უფლებადამცველის თქმით, ის მივიდა დასკვნამდე, რომ „ახალი ძალის მოძრაობის“ ლიდერის პოლიტიკური საქმიანობა სახელმწიფო საშიშროებას წარმოადგენს.
კერძოდ, ოლეგ კურჩინი სააკაშვილის რიგ გამონათქვამზე აკეთებს აქცენტს: „ოლიგარქიული მთავრობა“, „უკრაინის მთავრობის ტვინი - აკვარიუმი თევზის ტოლია“, „რადა უნდა შეიცვალოს“, „ქვეყანა არ იმართება, ის მიშვებულია“, „როდის ეყოლება უკრაინას წესიერი მთავრობა?!“, „ოდესაში ჩვენ პირველებმა ვაჩვენეთ ადმინისტრაცია, რომელიც ქრთამს არ იღებს“.
შესაბამისად, უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავს ისეთი გამონათქვამების გაკეთების უფლება მისცა, რომლებსაც შეუძლია უკრაინის მოქალაქეებში ეროვნული შუღლის გაღვივება, ასევე საკონსტიტუციო წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


