მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ტანზანიის მთავრობას კორუფციასთან ბრძოლის რეცეპტს უზიარებს
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მსოფლიო ბანკისა და ტანზანიის მთავრობის მიწვევით, ტანზანიაში კორუფციასთან ბრძოლის კონფერენციაში მონაწილეობს.
ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ში პირად გვერდზე 21 ივნისს დაწერა.
„მსოფლიო ბანკისგან და ტანზანიის ხელისუფლებისგან მიწვევა მივიღე, რომ დარ-ეს-სალამში კორუფციასთან ბრძოლის კონფერენციაში უნდა მივიღო მონაწილეობა და უნდა ვიყო მთავარი მომხსენებელი. უნდა გავუზიარო ტანზანიისა და აფრიკის ქვეყნების სხვა წარმომადგენლებს კორუფციასთან ბრძოლის ჩემეული რეცეპტი უნდა გავუზიარო“,-დაწერა სააკაშვილმა.
გუშინ კი, ექს-გუბერნატორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტანზანიის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.
„ტანზანიაში ქვეყნის მთავრობასთან შეხვედრები დავიწყე. პირველი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტთან სამია ხასანთნ და მინისტრებთან მქონდა. ვუზიარებ კორუფციასთან ბრძოლის ჩემეულ რეცეპტს“,-წერს სააკაშვილი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


