მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩორის სასამართლოში გადაიყვანეს - დღეს მისი სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს
დღეს უკრაინის სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ.
დღეს საღამოს იწურება მიხეილ სააკაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის ვადა, მანამდე კი სასამართლო უნდა ჩატარდეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ექს-გუბერნატორი უკვე გადაიყვანეს კიევის პეჩორის რაიონულ სასამართლოში.
მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში მოხდა.
სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, ესენია: უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლი (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


