მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამში დასახლდება - ადვოკატი
უკრაინიდან გაძევებული მიხეილ სააკაშვილი გეგმავს, ამსტერდამში დასახლდეს. ამის შესახებ გამოცემა De Telegraaf-ს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, ოსკარ ჰამერშტაიმმა განუცხადა.
ოდესის ექს-გუბერნატორის უფლებადამცველმა დაადასტურა სააკაშვილის ჰოლანდიაში ჩასვლის ამბავიც.
ჰამერშტაიმის განცხადებით, სააკაშვილმა მიმართა ქალაქ როტერდამში მდებარე მიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის ოფისს ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოსაწესრიგებლად.
გასული წლის დეკემბერში ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიზა „ოჯახების გაერთიანების“ უფლების საფუძველზე მიიღო, რადგან ის დაქორწინებულია ნიდერლანდების მოქალაქე სანდრა რულოვსზე და მათ ორი შვილი ჰყავთ.
12 თებერვალს სპეცრაზმელთა ჯგუფმა სააკაშვილი კიევში, რესტორან „სულგუნში“ დააკავა. შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადაიყვანეს „რეადმისიასთან“ [არალეგალის იმ ქვეყანაში დაბრუნება, საიდანაც ის არალეგალურად შევიდა სხვა სახელმწიფოში] დაკავშირებული განცხადების მიხედვით, რომელიც პოლონურ მხარეს უკრაინის ეროვნულმა საიმიგრაციო სამსახურმა მიაწოდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


