მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი 10 დეკემბერს კიევში სახალხო მარშის გამართვას გეგმავს
ოდესის ადმინისტრაციული ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი 10 დეკემბერს კიევში სახალხო მარშის გამართვას გეგმავს.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მხარდამჭერებს ადგილობრივი დროით 12 საათზე შევჩენკოს სახელობის პარკში შეკრებისკენ ფეისბუქის პირადი გვერდიდან მოუწოდა, საიდანაც მაიდანზე მსვლელობას გეგმავს.
„ყველას მოგეხსენებათ სამშაბათის მოვლენებმა გვერდით ჩამიარა. გუშინ ხმა დავკარგე, დღეს კი სიცხემ ამიწია, თუმცა პირობას ვდებ 10 დეკემბრის მარშისთვის მწყობრში ვიქნები თქვენს გვერდით,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის საფუძველზე ძებნაში გამოაცხადა. კერძოდ, მას ბრალად ედება თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა; დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით; დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


