კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, ჭეშმარიტების დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს - გიორგი კანდელაკი
პარტია „ევროპული საქართველო” შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ „ტვიტერზე” გაკეთებული განცხადების გამო.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მინისტრი ჯანელიძე რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, ჭეშმარიტების დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს მაშინ, როდესაც ბრიტანეთის პრემიერი და აშშ დარწმუნებით საუბრობენ საქმეში რუსეთის ბრალეულობაზე.
,,მაშინ, როდესაც ბრიტანეთის პრემიერმა და აშშ-მ დარწმუნებით განაცხადეს ამ მტრულ აქტში რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, სიმართლის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს. ეს მინიმუმ არაკომპეტენტურია და საქართველოს მოკავშირეების, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს”,-აცხადებს გიორგი კანდელაკი.
მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ მათთვის ასევე მიუღებელია პრემიერის მიერ გაკეთებული მიმართვა რუსეთის ხელისუფლების მიმართ.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ბრიტანეთი “მაგნიტსკის სიის” მიღებას გეგმავს , „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღება აღარ უნდა გაჭიანურდეს.
ნინო ევთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


