მსოფლიო
მიგრანტი ბავშვებისა და მათი მშობლების „განცალკევების პოლიტიკა“ აშშ-ის ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტია - ჯო ბაიდენი
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციის მიგრანტი ბავშვებისა და მათი მშობლების განცალკევების პოლიტიკა „ერთ-ერთი უმძიმესი მომენტია“ ქვეყნის ისტორიაში.
„აბსურდული ტყუილი - ტყუილი იმიგრანტებზე, დანაშაულზე, ხარჯებზე საზოგადოებისთვის. ეს უბრალოდ ტყუილებია - ფაქტობრივად, მცდარი.
და ნახეთ, ხალხო, ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ წაართვა ბავშვები მათ დედებსა და მამებს, არის ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი“, -განაცხადა ბაიდენმა.
მანვე აღნიშნა, რომ ადმინისტარციის პოლიტიკამ ზაფხულის განმავლობაში იყო „ადამიანურ ღირსებაზე სრული თავდასხმის“ ნაწილი.
მაისის დასაწყისიდან მიგრანტთა ოჯახების მიმართ განცალკევების პოლიტიკა ამოქმედდა, რაც ითვალისწინებს საზღვრის დამრღვევი მიგრანტის დაპატიმრებასა და მისი თანმხლები მოზარდის სპეციალურ თავშესაფარში გადაყვანას. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შედეგად აშშ-მექსიკის საზღვარზე 1700 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათი შვილები კი, 2300-მდე ბავშვი სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.
შექმნილმა ვითარებამ ამერიკულ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც აიძულა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ივნისში მოეწერა ხელი განკარგულებისთვის „განცალკევების პოლიტიკის“ დასრულების შესახებ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


