კომენტარი
მეუფე პეტრემ შეგნებულად თუ შეუგნებლად პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი - მეუფე დიმიტრი
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განცხადებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრეს განცხადებებმა შორენა თეთრუაშვილის მძლეთამძლეობაზე, პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი.
როგორც მეუფე დიმიტრიმ დღეს გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა, სასამართლოზე დაკითხვის დროს იყო ერთგვარი ზეწოლა, რომ შორენა თეთრუაშვილის მიმართ შექმნილიყო „ეკლესიაში მისი მძლეთამძლეობის შთაბეჭდილება“.
რაც შეეხება მეუფე პეტრეს, მეუფე დიმიტრი მიიჩნევს, რომ პროკურატურას მოტივაცია გაუმყარა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, როდესაც ის ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ შორენა არის მძლეთამძლე და ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს.
„სასამართლოზე დაკითხვის პერიოდში იყო ერთგვარი მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ ზეწოლა ჩვენზე იმისა, რომ შექმნილიყო ერთგვარი მოტივაცია ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის მძლეთამძლეობაზე.
ეს მოტივაცია მათ გაუმყარა მეუფე პეტრემ, როდესაც ის წარდგა სასამართლოს წინაშე და არამარტო სასამართლოზე და როდესაც ის ამტკიცებდა, რომ შორენა არის მძლეთამძლე. მან ამ ქმედებით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


