მსოფლიო
მექსიკელმა მაშველებმა სკოლის ნანგრევებიდან 12 წლის გოგოს გამოყვანა შეძლეს - ბოლო ინფორმაციით, გადარჩენილია 50-ზე მეტი ადამიანი
მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 237 ადამიანი დაიღუპა, 1900 ადამიანი კი დაშავდა. - იუწყება როიტერსი.
გამოცემის ინფორმაციით, მაშველებმა მოახერხეს ენრიკე რებსამენის საჯარო სკოლის ნანგრევებიდან 12 წლის გოგონას ამოყვანა. მაშველებმა ოპერაციის დროს ბავშვის ხელი აღმოაჩინეს. გოგოსთან საუბრისას გაირკვა, რომ მასთან ახლოს კიდევ ორი მოსწავლე იყო, მაგრამ ის არაა დარწმუნებული ბავშვები გადარჩენენ თუ არა.
ამ დროისთვს ცნობილია, რომ საჯარო სკოლის ჩამონგრევის შედეგად 21 ბავშვი და 4 სრულწლოვანი დაიღუპა.
მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოს ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 50-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
როგორც მეხიკოს მერმა, მიგელ ანჰელ მანსერამ ჟურნალისტებს განუცხადა, მარტო მექსიკის დედაქალქში 52 შენობა დაინგრა.
დაახლოებით 4 750 000 მომხმარებელს ეროვნულმა ელექტროკომპანიამ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინა.
შეგახსენებთ, სექტემბერში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა, რომელიც მექსიკას თავს დაატყა. 7 სექტემბრის 8.1 მაგნიიტუდის სიმძლავრის ბიძგებს დაახლოებით 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
19 სექტემბრის ბიძგები დაემთხვა 1985 წლის დამანგრეველი მიწისძვრის წლისთავს. მაშინდელ
კატასტროფას 10 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ანა მებურიშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


