მსოფლიო
მექსიკაში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 248 ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 248 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის პრეზიდენტის, ენრიკე პენია ნიეტოს ინფორმაციით, სკოლის ჩამონგრევის შედეგად 20-ზე მეტი ბავშვია დაღუპული, ხოლო 30 დაკარგულია.
დაკეტილია მეხიკოს აეროპორტი, უმეტესი შენობებიდან ხალხია ევაკუირებული.
ხელისუფლების ინფორმაციით, მინიმუმ 3.8 მილიონი ადამიანია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.
ძლიერმა მიწისძვრამ სერიოზულად დააზარალა მეზობელი შტატებიც.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ატენსიაგოს მახლობლად, მექსიკოდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ბიძგები მაშინ მოხდა, როცა მეხიკოს სამაშველო ჯგუფები 1985 წლის უძლიერესი მიწისძვრის წლისთავისთვის სწავლებებს გადიოდნენ. მაშინდელ კატასტროფას 10 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ანა მებურიშვილი


ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


