უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

4 სექტემბერი, 2025 17:41
font-size

მე ვერ დავგმობ ბექა ოდიშარიას გინებას, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს, როდესაც ათი მოლაპარაკე ტურა შემოგესევა - გია ვოლსკი

მე ვერ დავგმობ ბექა ოდიშარიას გინებას, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს, როდესაც ათი მოლაპარაკე ტურა შემოგესევა და უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ შენს ოჯახს, გარდაცვლილებს, ცოცხლებს, ბავშვებს, უფროსებს - შეიძლება ასეთ ვითარებაში ადამიანმა თავი ვერ შეიკავოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა წესად შემოიღეს, რომ უნდა აგინო ადამიანს, დაწყევლო, უნდა უთხრა, რომ იგი მალე მოკვდება, უკიდურესი მძიმე სიტყვები უნდა გამოიყენო. მით უმეტეს, გოგონები არიან სპეციალურად ამისთვის ორგანიზებული და არავინ არაფერი პასუხი არ უნდა გასცეს. ასეთ ვითარებაში ადამიანი შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან და პასუხი გასცეს და ამას ჰქონდა ადგილი. ეს არ არის ემოციური გამოვლინება, ეს არის განზრახ დაგეგმილი ქმედებები, რომელიც ემსახურება კონკრეტულ მიზანს, რომ შექმნან ატმოსფერო, სადაც ფასეულობა აღარ არსებობს, არც ტრადიცია, არც გულწრფელობა. აბსოლუტური უცოდინარობა და ათ-სართულიანი გინების ცოდნა არის განზრახ დაგეგმილი ბოროტება საქართველოს წინააღმდეგ. ეს ვიხილეთ გუშინ.

მე ვერ დავგმობ ბექა ოდიშარიას გინებას, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს, როდესაც ათი მოლაპარაკე ტურა შემოგესევა და ასეთი ინტენსიური ბულინგით, უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ შენს ოჯახს, შენი ოჯახის წევრებს, გარდაცვლილებს, ცოცხლებს, ბავშვებს, უფროსებს. შეიძლება ასეთ ვითარებაში ადამიანმა თავი ვერ შეიკავოს. რასაკვირველია, თავი უნდა შეიკავოს ბექამაც, მეც, ყველამ, მაგრამ ხანდახან ეს რთულია," - განაცხადა ვოლსკიმ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი