კომენტარი
მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ ამ პროცესს - ბიძინა გეგიძე
მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ ამ პროცესს. აღარ ვაპირებ ჩემი პროცესში შესვლით, პროცესში მონაწილეობით, პროცესში კითხვების დასმით პატივი დავდო ამ პროცესს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ იურდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„არ მაქვს არანაირი ილუზია და მოლოდინი, რომ რომელიმე ჩემს კოლეგას აღმოაჩნდება ჯადოსნური ჯოხი და ეს პროცესი რაც დაიწყო და რაც უკვე გავლილია ჯადოსნური ჯოხის დაქნევით გახდება, პროგრესული, გამჭვირვალე და პროდუქტი - ეს 20 კაციანი სია, უცებ გახდება მისაღები და ეს კანდიდატები გარდაიქმნებიან რეპუტაციით აღსავსე კანდიდატებად. რეპუტაცია დაუბრუნდებათ, აღარაფერს ვამბობ კომპეტენციასა და კვალიფიკაციაზე. აქედან გამომდინარე, მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ ამ პროცესს. აღარ ვაპირებ ჩემი პროცესში შესვლით, პროცესში მონაწილეობით, პროცესში კითხვების დასმით პატივი დავდო ამ პროცესს. ცოტა ამბიცურად ჟღერს, მაგრამ ეს ასეა. აღარ შევეცილები ჩემ კოლეგებს დროში, რომელიც არასამართლიანად იყო გამოყოფილი“, - განაცხადა გეგიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


