კომენტარი
მე როგორც ვიცი, 5 წლის წინანდელ ჩანაწერზეა საუბარი - თამარ ჩუგოშვილი ,,ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე (ვიდეო)
უმრავლესობის წევრი და ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია "იბერიას" საქმესთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება და რომლებშიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფიგურირებენ, 5 წლის წინანდელია.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, თუ საიდან იცის თამარ ჩუგოშვილმა, როდის შედგა სპორტის ყოფილ მინისტრსა და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს შორის სატელეფონო საუბარი, სადაც უჩა მამაცაშვილის ხელისუფლებასთან გარიგებაზეა საუბარი, ჩუგოშვილი ამბობს, რომ მას ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს.
"მე როგორც ვიცი, 5 წლის წინანდელ ჩანაწერზეა საუბარი და ძაან გამიჭირდება ეხლა ვისაუბრო... მე ეს ინფორმაცია მაქვს, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მითხრეს, რომ ეს წლების წინანდელ საუბარზეა ლაპარაკი. საგამოძიებო ორგანოები თუ ჩათვლიან რომ რაიმე დანაშაულის ნიშნებია, დარწმუნებული ვარ, ამას მიაქცევენ ყურადღებას, " - განუცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, გუშინ კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან.
ჩანაწერში ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს სწორედ მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


