კომენტარი
მე მაშინ ავიღე 62%, როცა ადმინისტრაციული რესურსი “ნაცმოძრაობის” ხელში იყო - გიორგი მარგველაშვილი
მე მაშინ ავიღე 62%, როცა ადმინისტრაციული რესურსი “ნაცმოძრაობის” ხელში იყო, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგი.
“რა არის ჩემი შეხედულებით პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი და რა მცდარი, ამის თაობაზე ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან ღიად, მათ შორის, მედიის საშუალებით, ვეუბნებოდი ჩვენ მოქალაქეებს და პირველ რიგში, ხელისუფლებაში მყოფ, ჯერ კოალიციას და შემდეგ უკვე პარტიას „ქართული ოცნება“. მე ეს მისია მიმთავრდება და ახლა თავად შეძლონ და თავად ამოიკითხონ ის გზავნილები, რომლებიც მათ მისცა ქართულმა საზოგადოებამ. ხუთი წლის განმავლობაში ამას ვაკეთებდი ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე, ვამბობდი, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც იყო შეცდომები, თუმცა ხუთი წლის განმავლობაში, ამის გამო კრიტიკა და უსამართლო თავდასხმები მესმოდა.
რაც ეხება იმას, მე რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა… ისტორიაში ჰიპოთეტური დაშვებები ძნელია, მაგრამ, 2013 წელს, ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, ნახევარზე ნაკლები ფინანსური რესურსით იმისა, რაც დღეს დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“, იმ ფონზე როდესაც პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი და როცა არც ერთი გამგეობა და რაიონული სტრუქტურა ჩვენ არ გვეკუთვნოდა, ისე კი არა, როგორც ახლაა, როდესაც ყველა რაიონული სტრუქტურა „ქართული ოცნების“ ხელშია, ჩვენ დავდეთ შედეგი, რომელიც ყველასათვის ცნობილია, ეს არის 62 პროცენტი, ეს არის ფაქტობრივი პასუხი და რა იქნებოდა და დანარჩენი ჰიპოთეტურია” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა – 38,6%-ის მხარდაჭერა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი, – 37,7% მიიღო.
შედეგის მიხედვით, ის თუ ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურში გამოვლინდება.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


