უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 მარტი, 2017 16:35
font-size

მე მაინც ვრჩები იმ აზრზე, რომ მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირის წინააღმდეგ მზადდებოდა ეს - ირაკლი მამალაძე

ე.წ. ციანიდის საქმეზე მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიების შუალედურ შედეგებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ მასალების გარდა, ბუნებრივია სხვა უამრავი ფაქტიც არსებობს. ამასთან, ირაკლი მამალაძე რჩება პირვანდელ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მოწამვლას ცდილობდა.

"მე მაინც ვრჩები იმ აზრზე, რომ მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირის წინააღმდეგ მზადდებოდა ეს. რაც გამოკვეთა გამოძიებამ, ეს გასაგებია. მე გამოძიების დაწყებაში მაქვს ასე მითითებული. სხვა მიმართულებითაც მიდის გამოძიება. მე არ ვფიქრობ და არ ვჩერდები მხოლოდ შორენა თეთრუაშვილზე", - აცხადებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ირაკლი მამალაძე.

მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ნაცვალსახელით "ჩვენ" საკუთარ თანამზრახველებს მოიხსენიებს.

როგორც ირაკლი მამალაძე ამბობს, მან ზუსტად იცის ვინ იგულისხმა ბრალდებულმა ამ ნაცვალსახელით.
"რა თქმა უნდა, მამა გიორგის საუბარში ფიქსირდება გადაცემაც ამ ნივთიერების, სხვა ძალიან ბევრი რამ. ეს უნდა გამოავლინოს გამოძიებამ. მე პირადად შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის რომ ნაცვალსახელი, რომლითაც ის მესაუბრებოდა (ჩვენ), მე ძალიან კარგად ვიცოდი, ვისზეც მესაუბრებოდა, ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით", - აცხადებს ირაკლი მამალაძე.

საქმის მთავარი მოწმის თქმით, ეს ამბავი თუნდაც მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილიყო.

"ეს იყო შუალედური ანგარიში, დანარჩენი გაირკვევა, თანამზრახველები და ასე შემდეგ. გამოძიებაში რა თქმა უნდა არსებობს სხვა უამრავი მტკიცებულებები. დანარჩენს რას გამოაქვეყნებენ, მე არ ვიცი. მთავარია, ეს შუალედური გამოქვეყნდა. საზოგადოების გარკვეული ინტერესი დაკმაყოფილდა და აქედან გამომდინარე, მე პირადად, ძალიან კარგად ვიცოდი, რა და როგორ იყო. მაგრამ საზოგადოება იმედია დარწმუნდა. ნუ, შეკითხვებიც გაჩნდება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. დანაშაულის აღკვეთის შედეგად შეიძლება დაზარალდა საპატრიარქოც, იგივე სახელმწიფოც, პირადად მეც, უამრავი თავდასხმის მოგერიება მიწევდა, მლანძღავდნენ 24 საათიან რეჟიმში, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ამისთვის ღირდა ნამდვილად ის, რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილიყო", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი