კომენტარი
მე ელიავას ბაზრობაზე მივედი არა როგორც პარტმუშაკი, არამედ როგორც მოქალაქე - ირმა ინაშვილი
პარლამენტის წევრი, ირმა ინაშვილი ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა. დეპუტატმა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. ინაშვილის თქმით, მსგავს სიტუაციებს პოლიტიკოსები არა ტელევიზორიდან უნდა აკვირდებოდნენ, არამედ უშუალოდ უნდა მივიდნენ შემთხვევის ადგილზე სიტუაციის გასარკვევად.
„არასწორია აზრის დამკვიდრება, რომ პოლიტიკოსი არ უნდა მივიდეს ასეთი ტიპის (ხანძრის) შემთხვევის ადგილზე. არასწორი ისაა, რომ პოლიტიკოსმა სახლიდან, ტელევიზიით უყუროს ადამიანების ტრაგედიას, არ მივიდეს შემთხვევის ადგილზე, არ გაესაუბროს დაზარალებულებს და არ მიიღოს ინფორმაცია პირველწყაროდან.
ამასთან, არასწორია პოლიტიკოსმა გამოძიების გარეშე დაამტკიცოს, რომ ხანძარი ვიღაცამ შეგნებულად გააჩინა. სწორია, პოლიტიკოსმა გააკეთოს ანალიზი, რომ ბოლო დროს გახშირდა ხანძრის ტენდენცია მსხვილ სავაჭრო ობიექტებზე და რა იწვევს ამას, გამოძიებამ უნდა დადოს ფაქტები და შედეგები, რათა გაიფანტოს სრულიად ლეგიტიმური ეჭვი.
არასწორია პოლიტიკოსმა დაადანაშაულოს ყველაზე მამაცი პროფესიის წარმომადგენლები - მეხანძრეები განზრახ უმოქმედობაში, როცა ეს საბრალო მეხანძრე ყველაზე დაბალი რგოლია და სიცოცხლეს სწირავს სხვა ადამიანების გადასარჩენად... როცა ხედავ, რომ ისინი ხანძარს ებრძვიან. სწორია, პოლიტიკოსმა დააფასოს ასეთი მამაცი პროფესიის ხალხი და არ დააკნინოს მათი შრომა და თავდადება.
ასე რომ, რაღაცა სწორია და რაღაცა - არასწორი. მე ელიავას ბაზრობაზე მივედი არა როგორც პარტმუშაკი, არამედ როგორც მოქალაქე... უბრალოდ, ადამიანი... რომელიც სხვა ადამიანების ტრაგედიამ სახლში არ გამიშვა“, -წერს ინაშვილი ფეისბუკის საკუთარ გევრდზე.
გუშინ საღამოს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, კერძოდ, ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი 2500-მდე კვ.მ-ს ტერიტორიას მოედო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


