კომენტარი
„მე ეჭვი მიჩნდება, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული და დაგეგმილი ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა”-ირაკლი კობახიძე
რაც გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა, სამწუხაროდ, არის საქართველოს კანონდებლობის და პარლამენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დებატების გამართვის პროცედურა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითაა“ დადგენილი.
„რეგლამენტის თანახმად, ჯერ გამოდიან ფრაქციები, შემდეგ სხვა სუბიექტები, მათ შორის უმცირესობა, უმრავლესობა, ვიცე-სპიკერები, სპიკერი, ამის შემდეგ აქვს მომხსენებელს, ბატონ პრეზიდენტს, საკუთარი დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. რეგლამენტში სწორად არის აგებული დებატების პროცედურა”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მას უჩნდება ეჭვი, რომ პრეზიდენტის საქციელი იყო წინასწარ განსაზღვრული და დაგეგმილი.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 90-იანი წლებიდან მოქმედებს საქართველოში რეგლამენტი და კონკრეტულად ეს პროცედურა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რაციონალური პროცედურა, ეს ეხება ასევე სხვა ტიპის დებატებს, სხვა ტიპის დისკუსიებს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტში პირველად დადგა ეს დებატები კითხვის ნიშნის ქვეშ. ბატონ გიორგის და ქალბატონ ადას არ მოსწონთ ჩვენი რეგლამენტი, შეგვიძლია, ვისმჯელოთ, როგორ შეგვიძლია გადაიხედოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. ის, რაც გააკეთა ბატონმა გიორგიმ, სამწუხაროდ, ეს არის საქართველოს კანონმდებლობისა და პარლამენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა, რაც არის სამწუხარო. მე ეჭვი მიჩნდება, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული და დაგეგმილი ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის კამათის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.
პრეზიდენტი დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მათთვის პასუხის გაცემის საშუალებას ითხოვდა, რაზეც ირაკლი კობახიძემ განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას მიეცემოდა.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტი პარლმენტში თავის მეხუთე და პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენებით წარსდგა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


