მსოფლიო
მე არ ვარ დაკავებული, მე ვარ სამხედრო ტყვე - მიხეილ სააკაშვილი ისევ შიმშილობას გეგმავს
ამ წუთებში კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობენ.
პროცესის დაწყებამდე სააკაშვილს მისცეს საშუალება, მედიისთვის კომენტარი გაეკეთებინა.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა საკუთარი თავი სამხედრო ტყვედ გამოაცხადა.
„მათ ჩემი იზოლირება მოახდინეს, ჩემთან არ უშვებდნენ ადვოკატებს, არ მქონდა პრესა. თუ ციხეში დამაბრუნებენ, ვიშიმშილებ. და ყველას ეცოდინება, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. მათ შეუძლიათ, მომკლან, მაგრამ ისინი არასდროს არ მოკლავენ უკრაინელ ხალხს. საკანში ცხოვრება ნიშნავს, იყო ოლიგარქის პერსონალური ტყვე. მე ჩემს თავს ვთვლი უკრაინელი ოლიგარქის, ვლადიმერ პუტინის ტყვედ. მე ჩემს თავს ვთვლი არა დაკავებულად, არამედ სამხედრო ტყვედ. იმიტომ რომ ისინი აწარმოებენ ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


