კომენტარი
მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი დასრულდა
მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი დასრულდა. ტერიტორია თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა გივი კუბლაშვილმა მოინახულეს.
პროექტის მიხედვით, რომელზეც დაახლოებით 1 550 000 ლარი დაიხარჯა, მოეწყო დამცავი საფარი და აშენდა რკინა-ბეტონის კედელი. იგეგმება კალაპოტის ფორმირების მეორე და მესამე ეტაპებიც, რომელიც, დავით ნარმანიას განცხადებით, ტერიტორიის სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ერთი მხრივ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ის, რომ დამატებით ძალიან საინტერესო სივრცე შეიქმნა. თუმცა, ამით არ მთავრდება მდინარე ვერეს ხეობასთან დაკავშირებული სამუშაოები - მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოები ასევე გაგრძელდება მის სხვა ნაწილებში. გაზაფხულზე, ამას მოჰყვება მზიურის პროექტის კეთილმოწყობის სამუშაოები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
,,ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს 350-მეტრიან მონაკვეთს, ხოლო მეორე და მესამე მონაკვეთების სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება, რაც სრულად უზრუნველყოფს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოებას“, - აღნიშნა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა გივი კუბლაშვილმა.
მარი ნამგალაძე

საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


