კომენტარი
მათ სურთ ჩირქი მოცხონ „გირჩს“-ზურაბ ჯაფარიძე
„გირჩის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამართალდამცავები მის ბიძაშვილს მისდევდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფას აყენებდნენ. ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მის ნათესავს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი „გირჩზე“ ჩირქის მოცხობის სურვილს ემსახურება.
” გუშინ თავზე დაადგნენ ადამიანს, მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე, ასფალტზე აფორთხიალეს. ჩვენ კი ის დავიცავით. ვიბრძვით, რომ ნარკოტიკების გამო არ აკავებდნენ, არ მიყავდეთ მოსაშარდად. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის არსი. „გირჩის” არსებობის აზრია, რომ ასეთი ადამიანები დავიცვათ და პოლიციელებსაც ავუხსნათ, რაც კანონიერია არ ნიშნავს, რომ სამართლიანია. გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რეალიზატორს მისდევდნენ. ეს ჩემი ბიძაშვილია. მათ სურთ ჩირქი მოცხონ „გირჩს“. გამწარდნენ , რომ სისტემას ღიად დავუპირისპირდით.” – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ წევრები, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მ.ს, რომელიც ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა სამართალდამცველებმა, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. „გირჩის“ წევრები, რომელთა ოფისიც შემთხვევის ადგილის მეზობლად იყო, დაედევნენ პოლიციელებს, მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


