მსოფლიო
მათ მე გამომაძევეს, მაგრამ ყველა თქვენგანს ვერ გამოაძევებენ - მიხეილ სააკაშვილ ი (ვიდეო)
უკრაინიდან გაძევებულმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ახალი მსვლელობა დააანონსა, რომელიც ხვალ კიევსა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართება. მან ფეისბუკზე განთავსებული ვიდეოს საშუალებით ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ჩვენ მშვიდობიანად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და დავამყაროთ ქვეყანაში წესრიგი, ჩვენ მოსახლეობას ალტერნატივა და პოზიტიური პროგრამა უნდა შევთავაზოთ იმისთვის, რომ უკრაინა უკეთესობისკენ შეიცვალოს, ამისთვის ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ, არ უნდა დავიღალოთ და ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, მე სწორედ ამის გამო გამომაგდეს, რომ ყველაზე მეტად მასობრივი, სამოქალაქო პროტესტის ეშინიათ, ხვალ უკრაინის ბევრ ქალაქში გამოვა ხალხი, კიევშიც აქცია ტრადიციულად შევჩენკოს პარკში 12:00 საათზე იქნება. მე ველოდები იმ მომენტს, როდესაც თქვენთან შეერთებას შევძლებ, მაგრამ დღეს მოგიწოდებთ, არ მიიღოთ მათი თამაშის წესები, მათ მე გამომაძევეს, მაგრამ ყველა თქვენგანს ვერ გამოაძევებენ, ისინი ვერ შეძლებენ თქვენს შეშინებას და გაჩერებას. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. მომავალ შეხვედრამდე“, - განაცხადა სააკაშვილმა ამსტერდამიდან გადაღებულ ვიდეომიმართვაში.
12 თებერვალს სპეცრაზმელთა ჯგუფმა სააკაშვილი კიევში, რესტორან „სულგუნში“ დააკავა. შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადაიყვანეს „რეადმისიასთან“ [არალეგალის იმ ქვეყანაში დაბრუნება, საიდანაც ის არალეგალურად შევიდა სხვა სახელმწიფოში] დაკავშირებული განცხადების მიხედვით, რომელიც პოლონურ მხარეს უკრაინის ეროვნულმა საიმიგრაციო სამსახურმა მიაწოდა.
ამჟამად სააკაშვილი ჰოლანდიაში იმყოფება.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


