კომენტარი
მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად მოხდება - ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ქართულმა მხარემ უკრაინას არაერთხელ გაუგზავნა მოთხოვნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ.
„უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე ქართულმა მხარემ მიმართა. ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო გაგზავნილი ეს მოთხოვნა. სააკაშვილმა მოქალაქეობა მიიღო და პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი შეიცვალა, მაგრამ როცა ის უკრაინის მოქალაქე აღარ არის, შესაბამისად, სამართლებრივი პროცედურები - სასამართლო განხილვა გრძელდება, დღის წესრიგში საკითხი ისევ დადგა და აბსოლუტურად გამართლებულია მოთხოვნა, როცა ქართული მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს, რადგან მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა ქართული მართლმასჯულების მიერ. ასევე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ჩვენი კონსტიტუციით, ეს მოთხოვნა დასაბუთებულია. შემდეგ რა მოხდება, ამას დავაკვირდებით. მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად მოხდება და მართლმსაჯულება აღსრულდება“,- განაცხადა ბესელიამ.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ დააზუსტა, რჩებოდა თუ არა ძალაში საქართველოს 2014-2015 წლების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. შესაბამისად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიმართ სამართლებრივი პროცედურები განახლდა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრატირების მორიგი მოთხოვნით 1-ელ სექტემბერს მიმართა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


