კომენტარი
მართლმადიდებელი ეკლესია და ხელისუფლება ერთობლივად გააკეთებენ ყველაფერს, რომ ამ საქმეზე სიმართლის დადგენას ხელი არ შეეშალოს - ეკა ბესელია
საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ერთობლივად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ საქმეზე დადგინდეს, მართლაც სად არის სიმართლე და სად არის რეალობა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიების ორგანო ისე მუშაობდეს, რომ მასზე გავლენას ვერავინ ახდენდეს.
„მართლმადიდებელი ეკლესია და ხელისუფლება ერთობლივად გააკეთებენ ყველაფერს, რომ ამ საქმეზე სიმართლის დადგენას ხელი არ შეეშალოს. ეს თანამშრომლობა, ეს კოორდინაცია მნიშვნელოვანია საქმის შედეგისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიებას ნდობას უცხადებს საქართველოს საპატრიარქო და არავის არ გაუმჟღავნებია ჯერ მტკიცებულებები. საპატრაიარქო არ არის დახურული ინსტიტუცია, სადაც ადამიანებს არ მიესვლებათ. ვისაც აქვს სურვილი მიდის და საუბრობს იმ თემაზე, რა თემაზეც მათ ეს სურთ და დიალოგი არაფერს არ აზიანებს. მთავარია ის, რომ გამოძიება რომელიც მთავარ პროკურატურას მიჰყავს, მას ჰქონდეს შესაძლებლობა ყოველგვარი ჩარევის გარეშე სიმართლე დადგინდეს. საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს საპატრიარქო ერთობლივად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ საქმეზე დადგინდეს, მართლაც სად არის სიმართლე და სად არის რეალობა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


