მსოფლიო
მარკ ცუკერბერგი ფეისბუკმომხმარებელთა პირადი მონაცემების გაჟონვის გამო ევროპარლამენტში წარსდგა
სოციალური ქსელ ფეისბუკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტის ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის გამო ბოდიში მოიხადა. ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ დროულად ვერ განსაზღვრა პირადი მონაცემების არამართლზომიერი გამოყენების საშიშროება.
ცუკერბერგმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროპის მცხოვრებლები „გლობალური თანამეგობრობის დიდი და წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ნაწილი“ უწოდა. მისი ინფორმაციით, ფეისბუკს თავისი კომერციული მიზნებისთვის 18 მილიონი ევროპული კომპანია ისე იყენებს, რომ უმრავლესობა ერთ ცენტსაც არ იხდის.
ცუკერბერგმა უარყო ბრალდება, თითქოს ფეისბუკმა სოციალურ ქსელთა ბაზრის მონოპოლიზება მოახდინა.
„ჩემი აზრით, ჩვენ ყოველდღიურად ახალი კონკურენტები გვიჩნდება“, -აღნიშნა ცუკერბერგმა.
ცუკერბერგი ბრიტანული კომპანია Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის გამო დაიბარეს ჯერ აშშ-ის კონგრესში, შემდგომ კი ევროპარლამენტში. Cambridge Analytica თანამშრომლობდა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბთან, მან გამოიყენა ფეისბუკის აპლიკაცია, რომელიც სთავაზობდა მომხმარებლებს მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენას. აღნიშნული აპლიკაცია დაახლოებით 270 000-მა ადამიანმა დააყენა, რითიც მოხდა მათი პერსონალური მონაცემების განდობა. მარტის შუა რიცხვებში Cambridge Analytica დაადანაშაულეს იმაში, რომ ფეისბუკმომხმარებელთა პირადი მონაცემები მან გამოიყენა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისთვის, თუმცა თვითონ კომპანია ამტკიცებს, რომ მან სრულიად გაანადგურა მიღებული ინფორმაცია. სკანდალში გაეხვა ფეისბუკი. პროტესტის ნიშნად, სოციალური ქსელის წინააღმდეგ წამოიწყეს კამპანია „წაშალე ფეისბუკი“.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


