მსოფლიო
მარინე ლე პენს კრემლში ვლადიმირ პუტინი შეხვდა
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიტატს, „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერს მარინ ლე პენს კრემლში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდა.
„საინტერესოა თქვენთან აზრთა გაცვლა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვითარდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა, და იმ ვითარებაზე, რომელიც ევროპაშია შემქნილი“,-მიმართა პუტინმა ლე პენს.
მისი თქმით, ლე პენი წარმოადგენს ევროპული პოლიტიკური ძალების სწრაფად განვითარებად სპექტრს.
ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთი საფრანგეთთან ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ცდილობს ურთიერთობა ჰქონდეს, როგორც მოქმედ ხელისუფლებასთან, ასევე მის ოპოზიციასთან.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს მიმდინარე მოვლენებზე გავლენა ვიქონიოთ, მაგრამ ვიტოვებთ უფლებას გვქონდეს კომუნიკაცია ქვეყნის პოლიტიკურ ძალასთან, როგორც ამას ჩვენი პარტნიორები აკეთებენ, მაგალითად, ევროპასა და ამერიკაში“,-აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
თავის მხრივ, ლე პენმა აღნიშნა,რომ საფრანგეთს რუსეთთან ღრმა კულტურული, ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირები აქვს.
„ეს შეხვედრა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი,რომ ყველა ჩვენგანის თავზე ტერორისტული საშიშროება ტრიალებს“,-აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
ლე პენი მოსკოვში, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის მიწვევით იმყოფება.
პუტინთან შეხვედრამდე, ფრანგი პოლიტიკოსი რუს დეუტატებს შეხვდა და ისაუბრა ტერორიზმე, მის დამოკიდებულებაზე რუსეთთან მიმართებაში და დაწესებულ სანქციებზე.
როგორც ლე პენმა აღნიშნა, ის ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც საფრანგეთის ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება რუსეთისადმი, შეიძლება გამართლდეს.
ლე პენმა ხაზის გაუსვა, რომ ყოველთვის რუსეთ-საფრანგეთს ურთიერთობის გაეღრმავების მომხრე იყო.
რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას, ლე პენმა განაცხდა, რომ მათ ყოველთვის კონტროპროდუქტიულად მიიჩნევდა, და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ეცდება რომ „შავი სიები“ იყოს გაუქმებული, თუნდაც საფრანგეთის ტერიტორიაზე“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


