კომენტარი
მარიამ ვალიშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული მხარე „ინტერ-რაოსთან“ დავაში საკუთარი პოზიციების დაცვას შეძლებს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული მხარე „ინტერ-რაოსთან“ დავაში საკუთარი პოზიციების დაცვას შეძლებს.
როგორც ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ საარბიტრაჟო სასამართლოდან შეტყობინება უკვე მიიღო.
„ჩვენი პოზიციების დასაცავად მზად ვართ. “ინტერ-რაოს“ „თელასში" ინვესტიცია არ განუხორციელებია და 2016 წელს მოსალოდნელზე მეტი დივიდენდი მიიღო. რატომ უნდა გადავიხადოთ კომპენსაცია? ძლიერი პოზიცია გვაქვს და ვიმედოვნებ, მის დაცვას შევძლებთ", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა.
რუსული სახელმწიფო ენერგოჰოლდინგი "ინტერ-რაო" საქართველოს ხელისუფლებასთან დავის გადაწყვეტას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს. დავის საგანი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ტარიფების გაზრდაზე უარის თქმაა.
მარიამ ვალიშვილის განცხადებით, კომპანია ითხოვს ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას, ასევე კომპენსაციის გადახდას, რომლის თანხა რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


