მსოფლიო
მანჩესტერში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა
მანჩესტერის საკონცერტო დარბაზში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაშავებულია 59 ადამიანი.
პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს.
მათივე განცხადებით, აფეთქება ერთმა ადამიანმა განახორციელა, რომელიც ასევე დაღუპულია.
მანჩესტერის პოლიციის განცხადებით, ადგილობრივი დროით 22:35 წუთზე, განყოფილებაში შევიდა ცნობა იმის შესახებ, რომ კონცერტზე მისული მსმენელი პანიკურად ცდილობდა დარბაზის დატოვებას მას შემდეგ რაც აფეთქების ხმა გაიგონეს.
ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება „მანჩესტერ-სითის“ შესასვლელთან მოხდა.
მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


