კომენტარი
მანანა კობახიძე არის ანგაჟირებული პოლიტიკური პირი, რომელიც არ შეიძლება იყოს მოსამართლე - ოთარ კახიძე
მანანა კობახიძე არის ანგაჟირებული პოლიტიკური პირი, რომელიც არ შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ.
,,ევროპული საქართველოს’’ წევრის თქმით, მანანა კობახიძე არის ერთ-ერთი აქტიური ფიგურანტი იმ იერიშში, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ მიიტანა გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ.
”მანანა კობახიძის კანდიდატურა განიხილება იქიდან მოყოლებული, როდესაც მან თავის კოლეგებთან ერთად მიიტანა იერიში საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ და მოახდინა სასამართლოს ინსტიტუციონალური პარალიზება. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა ბიძინა ივანიშვილის და ეს დაკვეთა შეასრულა მანანა კობახიძემ. მანანა კობახიძე არის ანგაჟირებული პოლიტიკური პირი, რომელიც არ შეიძლება იყოს მოსამართლე. არ შეიძლება მოსამართლე იყოს ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს შტურმით აღებაში”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ცნობისათვის: პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


