კომენტარი
მამუკა მდინარაძე- სირიასთან დაკაშირებულ განცხადებაზე: მთლიანად ვართ ჩართული ამ კამპანიაში, ამიტომ გასაოცარია რატომ ხდება თემის უტრირება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო, სირიასთან დაკავშირებით, მთლიანად არის ჩართული იმ კამპანიაში, რისკენაც მას ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს.
ამის შესახებ მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ალეპოსთან დაკაშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული განცხადების კომენტირებისას, უმცირესობის მისამართით განაცხადა.
„საქართველო მთლიანად არის ჩართული იმ კამპანიაში, რაზეც მოგვიწოდებენ, ამიტომ ჩემთვის გასაოცარია რატომ ხდება რაღაც თემების უტრირება. მკაფიო პოზიციას გამოხატავს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აბსოლუტურად ხისტად, სწორად და მიზანმიმართულად ვუერთდებით ჩვენი მეგობრების, გაეროს წევრი ქვეყნების პათოსს ყველა კონტექსტში, შესაბამისად, არ მგონია, რომ ეს მოთხოვნა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რასაც თქვენ წარმოაჩენთ“,-განაცხადა მდინარაძემ.
ნაციონალურმა მოძრაობა პარლამენტში შეიტანა განცხადება, რომელიც ალეპოში მიდინარე მოვლენებს გმობს.
საპარლამენტო უმცირესობა მიმართავს უმრავლესობას, რომ განცხადება პარლამენტის სახელით იქნას მიღებული.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


