კომენტარი
მამუკა ბახტაძემ უარყო, რომ დედამისს სასამართლოში უჩივლა
“რუსთავი2”-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო პრემიერისა და მისი დედის სამართლებრივ დავაზე, მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, შაბათის კურიერში გასული სიუჟეტი მტკნარი სიცრუეა.
პრემიერმა დაადასტურა ის, რომ მის ოჯახს ჰქონდა ვალი, რაც უკვე გასტუმრებულია.
რაც შეეხება სასამართლო დავას, ბახტაძემ ეს “ხელშეკრულებაში არსებული სამართლებრივი ხარვეზით” ახსნა.
,,პირველ სიუჟეტში წარმოდგენილი იყო სახლი, რომელიც ჩემს ოჯახს ეკუთვნის უკვე 15 წელია, თითქოს, კავშირი აქვს ჩემს პოლიტიკურ თანამდებობაზე მოსვლასთან. გვერდზე მიწის ნაკვეთი, რომელიც, ჩემი მეზობლის ყოფილა, თურმე ჩემს ოჯახს ეკუთვნის. მეორე სიუჟეტში ვიხილეთ ამის გაგრძელება. ამ მოდელირების ავტორები ცდილობენ ფეიკ ნიუსები მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი საინფორმაციო სივრცეში. ჩვენ ვხედავთ ყველანაირი ფასეულობის აღრევას, მათ შორის იმას, რომ თურმე ვალდებულების შესრულება, ეს არის ცუდი ნაბიჯი, და ვალდებულების არშესრულება შეიძლება იყოს დადებითი. ბუნებრივია, მე ასეთ ლოგიკას ვერ/არ გავიზიარებ,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცნობისთვის, გუშინ “რუსთვი 2″-ის ეთერში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში მისი ბინის იპოთეკაში ჩადების გამო უჩივლა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


