კომენტარი
მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავის სიმართლე გააცნონ საზოგადოებას - გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, საქმესთან დაკავშირებით პატრიარქი ინფორმირებულია ყველა მხრიდან.
,,დღეს შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია საქართველოში და მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავის სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ. ამ პროცესით ჩვენ გადავლახავთ არსებულ სირთულეებს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე.
პატრიარქი ჩართული არის ყველა რთული საკითხის განხილვაში და ჩართული არის სრული ღიაობით სინოდისგან. იქ ყველას აქვს შესაძლებლობა ძალიან ღიად და ცივილიზებულად დააფიქსიროს თავის პოზიცია. ეს არის დიალოგი, რომელიშიც პატრიარქი იღებს ინფორმაციას ყველა მხრიდან’’, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, დღეს არის ვითარება, როდესაც დაცვის მხარე არის შეზღუდული თავისი პოზიციის დაფიქსირებაში.
"დღეს არის ვითარება, როდესაც ერთი მხარე, რომლის თაობაზე კომენტარს აკეთებენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამართალდამცავები, არის შეზღუდული თავისი პოზიციის დაფიქსირებაში. ესეთი რამე შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ მაშინ ეს საკითხი არ უნდა იყოს საჯარო განხილვის საკითხი, როდესაც მთელი ქვეყანა საუბრობს ამ საქმეზე და მეორე მხარეს, თუნდაც თავისი წილი დანაშულის ან უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა არ აქვს. ეს არის შეჯიბრებითობის და უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა,.
მე გამოძიების დეტალებში არ შევდივარ, არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი, არც მოსამართლე, მაგრამ პოლიტიკურად მოგახსენებთ, რომ ეს არის არაჯანმრთელი სიტუაცია, როდესაც ერთი მხარე საუბრობს და მეორეს არ აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


