კომენტარი
მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც არის ნორმაში - ჯარჯი წიკლაური
ე.წ. მატროსოვის ციხეში ,,ციანიდის საქმის’’ პროკურორი ჯარჯი წიკლაური ბრალდებულის, დეკანზო გიორგი მამალაძის დასაკითხად მივიდა.
საპატიმრო დაწესებულებასი შესვლამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და იმედი გამოტქვა, რომ ბრალდებული გამოძიების მიერ დასმულ ყველა კრიტიკულ შეკითხვას პასუხს გასცემს.
,,დღეს გამოვცხადდით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით, რომ გაგრძელდეს ეს საგამოძიებო მოქმედება და იმედი გვაქვს, რომ ამჯერად მაინც ჩვენ მიერ დასმულ მნიშვნელოვან და კრიტიკულ შეკითხვებს ბრალდებული გასცემს პასუხს. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი, რომ მისგან მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია.
ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც არის ნორმაში. ანუ, მას შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებებში და სწორედ ამიტომაც, ჩვენ ვაპირებთ მის დაკითხვას. დავსვამთ ამ შეკითხვებს და ველით მისგან პასუხებს’’, - განაცხადა წიკლაურმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ბრალდებულის მხრიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას გულისხმობდა, პროკურორმა აღნიშნა, რომ საკითხს დეტალურად გამოკითხავს ბრალდებულს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


