კომენტარი
მამა გიორგი მამალაძის ჩვენებაში მეუფე პეტრე არ ყოფილა იმ კონტექსტით დასახელებული, რომ ეს გამხდარიყო მისი პროკურატურაში დაბარების საფუძველი - გიორგი ფანცულაია
მამა გიორგი მამალაძის ჩვენებაში მეუფე პეტრე არ ყოფილა იმ კონტექსტით დასახელებული, რომ ეს გამხდარიყო მისი პროკურატურაში დაბარების საფუძველი, - განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით იყოს დაბარებული პროკურატურაში. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას არ ჰქონია კონტაქტი მეუფე პეტრესთან და აქვს სურვილი, რომ გაერკვეს ვითარებაში და გაიგოს რის გამოა დაბარებული მეუფე საგამოძიებო უწყებაში.
”აუცილებლად ვეცდები, კანონის ფარგლებში დავამყარო მეუფე პეტრესთან კომუნიკაცია. რაც შეეხება გუშინდელ დაკითხვასთან კავშირს, როგორც იურისტს, მიმაჩნია, რომ გუშინდელი დაკითხვიდან არ უნდა გამომდინარეობდეს მისი დაბარება, თუმცა ის, რომ შესაძლოა ამ საქმეზე იყოს დაბარებული, ამას ვერ გამოვრიცხავ”, - განაცხადა ფანცულაიამ.
ცნობისათვის: ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მთავარ პროკურატურაში დღეს 15:00 საათისთვისაა დაკითხვაზეა დაბარებული. მეუფე ჩვენებას მოწმის სტატუსით მისცემს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


