მსოფლიო
მაკრონი სუსტია, მან არ იცის როგორ მოაგვაროს ტერორიზმის პრობლემა - მერინ ლე პენი
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის მარინ ლე პენის შეფასებით, მის მთავარ კონკურენტს, ემანუელ მაკრონს ტერორიზმის პრობლემის მოგვარება არ შეუძლია.
Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლე პენმა პა-დე-კალეს დეპარტამენტში დღეს განაცხადა, სადაც ერთ-ერთ აგრარულ ბაზარში მივიდა.
„ყველაზე მსუბუქი რისი თქმაც შემიძლია მაკრონზე, არის ის რომ, ის არის სუსტი. მან არ იცის, როგორ მოაგვაროს ტერორიზმის პრობლემა“,-განაცხადა ლე პენმა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, საზოგადოების ყურადღებას სწორედ ტერორიზმის და სხვა აქტუალურ პრობლემებზე გაამახვილებს.
საფრანგეთში გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, მეორე ტურში ემანუელ მაკრონი 23,75%-ით და მარინ ლე პენი 21,53%-ით გავიდნენ.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


