კომენტარი
მახსოვს 27 ელჩის დემარში, რომ სააკაშვილს სჭირდა დემენცია და კვდებოდა ციხეში, ამის შემდეგ მოხდა სასწაული, ის დემენციით დაავადებული პირველი პაციენტია, რომელიც განიკურნა, შესაბამისად, ასეთი მარტივი ტყუილები და სპეკულაციები აღარავის უკვირს - ირაკლი კობახიძე
მე მახსოვს არა 17, არამედ 27 ელჩის დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს სჭირდა დემენცია და კვდებოდა ციხეში, ამის შემდეგ ვნახეთ, მოხდა სასწაული, პირველი პაციენტია დემენციით დაავადებული, რომელიც განიკურნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მსგავს განცხადებებს ფასი აღარ აქვს.
„27 ელჩი მივიდა დემარშით იუსტიციის მინისტრთან. ეს იქნებოდა ანეგდოტი, იუმორი, რომ არა სინამდვილე. რეალურად 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება ამ კონკრეტული საბაბით. 17-ს კიდევ არაუშავს 27-დან შედარებით. ეს არის კონტექსტი. ფასი აღარ აქვს უკვე არაფერს. 17 კი არა, 27 ქვეყნის წარმომადგენელი რაღაცას რომ ამბობს, შეიძლება, ეს იყოს სრული ტყუილი, თან შეგნებული ტყუილი. ყველამ იცოდა, რომ არაფერი ხდებოდა, მაგრამ რეალურად 27 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლის - ელჩის დემარში ვიხილეთ ჩვენ საქართველოში სააკაშვილთან დაკავშირებით. შესაბამისად, ასეთი მარტივი ტყუილები და სპეკულაციები აღარავის უკვირს“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


