კომენტარი
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა რომც ყოფილიყო, ამაში სენსაციური რა არის? თუმცა ასეთი შეხვედრა არ შემდგარა, შედგა სატელეფონო საუბარი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრს დაუსვეს კითხვა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
„სხვადასხვა მინისტრთან არაერთხელ შემდგარა სატელეფონო საუბარი, ბუნებრივია, უნდა მქონდეს და მაქვს კიდეც. როდესაც ინფორმაციის გასაჯაროება არ ხდება, ესეც მხარეებს შორის გამართული საუბრის შინაარსიდან გამომდინარეობს. თუ გაინტერესებთ, რაზე იყო განსაკუთრებული აქცენტი ამ საუბარში, შემიძლია, გითხრათ: საუბარი, ერთი მხრივ, ეხებოდა იმას, რომ ბრიტანეთმა 17 წლის თავზე ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციას დაარქვა ოკუპაცია და, ასევე, საუბარი შეეხო სანქციების საკითხს, მათ შორის იმ საკითხს, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს და აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს სანქციების თავის ასარიდებლად გამოყენებული. არ მგონია, ამ ორ თემაში რაიმე სენსაციური, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყოს. მისი გასაჯაროება-არგასაჯაროება არაფერს ცვლის ქართული საზოგადოებისთვის; მეორე, რას ემსახურება ტყუილები შეხვედრასთან დაკავშირებით, მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ავრცელებს მსგავს ინფორმაციას გადაუმოწმებლად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


