კომენტარი
მაია ცქიტიშვილი ოთარ ფარცხალაძეზე - არ გამოვრიცხავ არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედების შეფარდებას
არ გამოვრიცხავ არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ ამ ნაწილში ისევ და ისევ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეკითხვის საპასუხოდ, ხომ არ უკავშირდებოდა ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა წინასაარჩევნო პერიოდს.
მაია ცქიტიშვილის თქმით, შეკითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება, სწორედ გამოძიებამ უნდა უპასუხოს.
„გამოძიება გასცემს ამ შეკითხვებს პასუხს და შესაბამისად, ის პროცედურები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო საჭირო, რომ ბრალი იმ სტანდარტით წარდგენილიყო, რა სტანდარტზეც არაერთხელ გვისაუბრია, ეს მომენტი დადგა დღეს, რასთანაც არის დაკავშირებული სწორედ დღეს სასამართლოში ბრალის წარდგენის საკითხი. არ გამოვრიცხავ არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ ამ ნაწილშიც ისევ და ისევ სასამართლომ უნდა იმსჯელოს და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც პროკურატურის წარდგინებას სასამართლო არ დათანხმებია. მართლმსაჯულების პრინციპია, რომ პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ იმისთვის, რომ სასამართლოსთვის მისაღები სტანდარტით წარუდგინონ ბრალი და დაამტკიცონ. სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაა, განიხილოს ყველა წარდგენილი არგუმენტი და ამა თუ იმ ადამიანის ბრალეულობასთან დაკავშირებით იმსჯელოს, მანამდე, ალბათ, უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველამ უნდა დავიცვათ”,- აღნიშნა მან.
ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


