მსოფლიო
ლონდონში უკრაინის ომის გარშემო დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაუქმდა
დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით დაგეგმილი მინისტერიალური დონის მოლაპარაკებები, რომლებიც ოთხშაბათს ლონდონში უნდა გამართულიყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემი-ის ხელმძღვანელობით, აღარ გაიმართება.
როგორც ამის შესახებ იუწყება გამოცემა The Guardian ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, შეხვედრა "გადადებულია", თუმცა მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე გაგრძელდება, თუმცა მედიისთვის დახურულ ფორმატში.
მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ლონდონში არ ჩავა. მის ნაცვლად შეხვედრაზე მივა უკრაინის საკითხებზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, შეხვედრას საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებიც არ დაესწრონ.
მიუხედავად ამისა, Sky News-ის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ლონდონში ჩავიდა და გამართავს ორმხრივ შეხვედრას დევიდ ლემისთან.
მოლაპარაკებების დონის შემცირება ემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვსა და კიევზე ზეწოლის გაძლიერებას, რომლის მიზანიც ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა.
აშშ-ის "მშვიდობის წინადადება", რომელიც ლონდონში უნდა განხილულიყო, მოიცავს ყირიმის რუსეთის მიერ ანექსიის არალეგალურობის აშშ-ის მიერ აღიარებას — იდეა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სამშაბათს უარყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინის ხელისუფლებას პარიზში გადასცა ერთგვერდიანი დოკუმენტი, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის "საბოლოო წინადადება" მშვიდობის მისაღწევად.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


