კომენტარი
ლონდონში კი არა ბანგლადეშში ჩავალთ თუ საჭირო იქნება და ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს - ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იბერიასა` და „ომეგა ჯგუფის` საქმეზე
თუ საჭირო იქნება, ლონდონში კი არა, ბანგლადეშში ჩავალთ და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შეფასებისას.
„ვრცელდება ჩანაწერები, სადაც „ქართულ ოცნებაზე“ საუბრობს ვიღაც, ვისაც არანაირი კავშირი არ აქვს პარტიასთან. ასე შეგვიძლია ჩავწეროთ ფარული ჩანაწერები და ვისაუბროთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა რაღაცის გაკეთება. ეს არის ძალიან მარტივი რამ. მუდმივად ვრცელდება ორი ადამიანის ჩანაწერები და მათგან არც ერთს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვს. მსგავსი ჩანაწერის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აჟიოტაჟის ასატეხი არაფერი არ არის. ახლა არის წინასაარჩევნო კამპანია და ჩვენს ოპონენტებს სურთ აჟიოტაჟის შექმნა, ამიტომ ვრცელდება ორი გაუგებარი ადამიანის ჩანაწერი მუდმივად, სადაც ისინი საუბრობენ „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე და ა.შ. ხელოვნური მცდელობები იქნება არჩევნების გამო, თუმცა როცა ორი ადამიანი საუბრობს რაღაცა გაუგებარ თემაზე, ეს ვერ იქნება ჩვენთვის აჟიოტაჟის საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება ითხოვს, რომ თუკი ვინმე, მათ შორის ოქუაშვილი და ჩუბინაშვილი საუბრობენ რაიმე დანაშაულზე, იხდიდნენ ქრთამს, მათ უნდა შეეფარდოთ სასჯელი, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ისინი ახდენენ პარტიის დისკრედიტაციას.
კობახიძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის ნატო ჩხეიძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი განცხადებებით პირდაპირ მოუწოდებს პროკურატურას თუ როგორ უნდა მოიქცეს.
„დიახ, ეს არის გზავნილი პროკურატურის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ არის ჩადენილი დანაშაული, უნდა მოხდეს მისი გამოძიება და დაისაჯოს დამნაშავე. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი. ლონდონში კი არა ბანგლადეშში ჩავალთ თუ საჭირო იქნება და ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


