მსოფლიო
ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავეს
ლონდონში, მეტროსადგურ „პერსონს გრინში“ მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავეს. ამის შესახებ Sky News-ი წერს.
დაკავებული 25 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციამ უელსის სამხრეთში, ქალაქ ნიუპორტში მიაგნო.
კონტრტერორისტული შენაერთის უფროსის, დინ ჰეიდონის თქმით, გამოძიება სწარაფად მიმდინარეობს, ხოლო 4 ადგილს ჩხრეკენ. მისი ვარაუდით, საძიებო სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს, რათა სამართალდამცავეებმა სრული ინფორმაცია შეაგროვონ მომხდარზე.
წინა კვირას პოლიციამ პარასკევს მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილები 21 წლის იაჰია ფარუქი და 18 წლის კაცი დააკავა. ორივე მათგანი ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში ცნობილ ცოლ-ქმარ პენელოპა და რონალდ ჯონსებთან, რომლებმაც 40 წლის განმავლობაში 300 ბავშვი შეიფარეს და აღზარდეს, მათ შორის 8 ლტოლვილია.
შეგახსენებთ, ლონდონის მეტროსადგურ „პერსონს გრინში“ აფეთქება 15 სექტემბერს მოხდა. ამოქმედდა თვითნაკეთი ბომბი, რომელიც პოლიეთილენის პარკში გახვეულ თეთრ სათლში იყო დამონტაჟებული. ამის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა.
მომხდარმა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიიღო, რომელზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
წელს ბრიტანეთში ეს უკვე მეხუთე ტერორისტული აქტია. წინა თავდასხმების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა. 2005 წელს 52 ადამიანი დაიღუპა ლონდონის მეტროს სამ მატარებელსა და ავტობუსში თვითმკვლელთა ბომბების ამოქმედების გამო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


