მსოფლიო
ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა
მსოფლიო. ლონდონი, ტერაქტი
ლონდონის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, 40-მდე ადამიანი კი დაშავებულია.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ერთი პოლიციელი და თავად თავდამსხმელიც.
არსებული ინფორმაციით, ტერაქტი ერთმა ადამიანმა განახორციელა, რომელსაც პოლიციის ვერსიით, შესაძლოა რადიკალ ისლამისტებთან ჰქონოდა კავშირი.
ბუკინგემის სასახლესთან მთელი ღამის განმავლობაში გაძლიერებული იყო დაცვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი მომხდართან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა.
ცნობისათვის: 22 მარტს ლონდონში თავდამსხმელმა ჯერ ვესტმინსტერის ხიდზე ხალხს ავტომობილით გადაუარა, შემდეგ კი, პარლამენტთან პოლიციელი, 48 წლის კიტ პალმერი დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, პოლიციელს თან იარაღი არ ჰქონდა.
ამის შემდეგ ადგილზე მივიდა შეიარაღებული პოლიციის შენაერთები, რომლებმაც ჩაცხრილეს ტერორისტი.
ნინო ექვთიმიშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


