კომენტარი
ლევან ხაბეიშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში დაიბარეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში დაიბარეს.
როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებას ხაბეიშვილისგან დამატებითი ინფორმაციის მიიღება სურს, მის მიერვე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
საუბარია, ხაბეიშვილის მიერ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარების ბიუროებში გამოვლენილ დარღვევებზე.
გარდა ამისა, როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ის ანტიკორუფციულ სააგენტოს ბაღების სააგენტოში არსებულ, სავარაუდო, კორუფციაზეც მიაწვდის ინფორმაციას.
„თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე, რაზეც ჩვენ განცხადება გავაკეთეთ კონკრეტულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიჩნია, რომ ეს დოკუმენტაცია საკმარისია, რომ გამოძიება დაიწყოს.
გამოძიება დაწყებულია, დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაბარებული ვარ ანტიკორუფციულ ბიუროში. ასევე ანტიკორუფციულ ბიუროს დამატებით მივაწვდით ინფორმაციას ბაღების სააგენტოში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე და დანაშაულის ხელის დაფარვაზე, რაზეც ორი დღის წინ განცახდებაც გავაკეთეთ და ფარული ჩანაწერიც გავავრცელეთ. შესაბამისად, ველოდებით კონკრეტულ ქმედებით ნაბიჯებს, დროა, რომ ეს საქმეები იყოს გამოძიებული და ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს. თუ ამას ისინი დღეს არ გააკეთებენ, მოვა ხელისუფლება, რომელიც ბიუჯეტის ფაროსანებს პასუხს ნამდვილად გასცემს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


