კომენტარი
ლევან გოგიჩაშვილი ,,იბერიას“ განცხადებაზე: ცოტა შანტაჟის სუნი ასდის და ამ ქვეყანაში შანტაჟი ისჯება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ტელეკომპანია ,,იბერიასთან“ მიმართებაში ხელისუფლებას რაიმე ინტერესი გააჩნია.
მისი თქმით, ხელისუფლება ,,ომეგა ჯგუფისა“ და ,,ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ შორის დავაში არ ერევა.
"არასერიოზულია, თითქოს ახლა ხელისუფლება რაღაცაში ერეოდეს, ან რამე ინტერესი გააჩნდეს. განცდა დამრჩა, რომ ამ კომპანიას კონკურენტ კომპანისთან პრობლემები აქვს და ამას აბრალებს სახელმწიფოს. ცოტა შანტაჟის სუნი ასდის და ამ ქვეყანაში შანტაჟი ისჯება“- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
ცნობისათვის, ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო ხუზმიაშვილმა ჟურნალისტების სახელით სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა.
“ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი არის „ომეგა ჯგუფი” და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც აღმოჩნდა სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ. კომპანია „ომეგა“ დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს ტელეკომპანია „იბერიას“. არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად, იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით.
ტელეკომპანია „იბერია“ არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს „ომეგა ჯგუფის” წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები“, – ნათქვამია ტელეკომპანია „იბერიას“ჟურნალისტების განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


