უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

5 ივლისი, 2025 22:13
font-size

ლევან გოგიჩაიშვილისგან მორალის კითხვას ვერ ავიტანთ, სანამ „ნაციონალური მოძრაობაზე” რამეს იტყვის, პირი კარგად გამოირეცხოს -ანა წითლიძე

ლევან გოგიჩაიშვილისგან მორალის კითხვას ვერ ავიტანთ, სანამ „ნაციონალური მოძრაობაზე” რამეს იტყვის, პირი კარგად გამოირეცხოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას ეთანხმება, „ნაციონალური მოძრაობის“ აზრი კი არ აინტერესებს.

წითლიძის თქმით, გოგიჩაიშვილი პოლიტპატიმარი არ ყოფილა და ეს სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში ქრთამის სანაცვლოდ მოიპოვა.

„ვუსმენდი გახარიას წარმომადგენელს გოგიჩაიშვილს და ძალიან ბევრს საუბრობს ეს ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მინდა ამ ადამიანს ასეთი რამე ვუთხრა, რომ სანამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრებს, პირი კარგად გამოირეცხოს. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირად ურთიერთობებს ვითვალისწინებდით, მაგრამ არანაირი პოლიტიკური პატიმარი თავის დროზე ლევან გოგიჩაიშვილი არ ყოფილა. ადამიანის დაჭრის გამო იყო დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის” დროს და ადამიანის მკვლელობის მცდელობის და დაჭრის გამო ჩასვეს ის ციხეში, ამიტომ ლევან გოგიჩაიშვილი აქ რომ იჯდა და იფურთხებოდა, მისგან მორალის წაკითხვას ვერ ავიტანთ. დაიმახსოვროს, რომ სანამ „ნაციონალურ მოძრაობაზე” რამეს იტყვის პირი გამოირეცხოს, თორემ ქრთამის სანაცვლოდ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ჰქონდა და როგორ მოახერხა ეს „ოცნების“ პირობებში, ესეც ძალიან კარგად ვიცით და მაგის მოყოლაც შეგვიძლია“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას ეთანხმება, ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არ აინტერესებს.

„აქტი, რომელიც გუშინ გამოაგდეს და „გოიმებივით“ აყარეს - ყაველაშვილი კი არ ნიშნავს არჩევნებს, არამედ ეს კონსტიტუციური პროცესია. და ახლა კი მიფრიალებენ ზარქუას, რომელიც იყო „ნაცი“ და ბიძინას „ნაცი“ დამიწყებს რაიმეს, რომ რაიმე გადამაფიქრებინოს, თუ მიშას „ნაცი“ რა მნიშვნელობა აქვს? „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არ მაინტერესებს, მათი დამოკიდებულება „ლელოსთან“ გამოჩნდა როგორი კოლეგიალურები და კორექტულები არიან“, - აცხადებს გოგიჩაიშვილი „ტვ პირველთან”.

წყარო

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი